რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
13 ივნ, 2014 00:00:00
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან, რიკოთის გვირაბის დასავლეთით დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილის 6 საათიდან განახლდა. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები და გეოლოგები. ამ დროისათვის, საავტომობილო გზის გაწმენდით სამუშაოებთან ერთად,  ნიადაგის გამოკვლევა და რისკების შესწავლა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს თვალს პირადად ადევნებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნუგზარ გასვიანიც.
რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესასრულებლად ყველა მის ხელთ არსებულ  რესურსს გამოიყენებს.
რაც შეეხება საგზაო მოძრაობას, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდება. აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, მას შემდეგ მიიღებს, რაც სრულად იქნება გამოკვლეული დამეწყრილი ტერიტორია და უსაფრთხოების რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან, რიკოთის გვირაბის დასავლეთით დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილის 6 საათიდან განახლდა. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები და გეოლოგები. ამ დროისათვის, საავტომობილო გზის გაწმენდით სამუშაოებთან ერთად,  ნიადაგის გამოკვლევა და რისკების შესწავლა მიმდინარეობს.მიმდინარე სამუშაოებს თვალს პირადად ადევნებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნუგზარ გასვიანიც.რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესასრულებლად ყველა მის ხელთ არსებულ  რესურსს გამოიყენებს.რაც შეეხება საგზაო მოძრაობას, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდება. აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, მას შემდეგ მიიღებს, რაც სრულად იქნება გამოკვლეული დამეწყრილი ტერიტორია და უსაფრთხოების რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
წყარო: www.mrdi.gov.ge
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: