რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
12 ივნ, 2014 00:00:00

დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა რიკოთის გვირაბის დასავლეთით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე დაახლოებით 2 ათასი კუბური მეტრის მოცულობის  მთის ქანობის ჩამოშლა გამოიწვია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მოძრაობა ხორციელდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც   საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები აწარმოებენ, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ასევე, ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები და მთამსვლელბი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტიქიის ზონაში ჩავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: