თბილისი–სენაკი–ლესელიძის 146–ე კილომეტრზე მოძრაობა გახსნილია
თბილისი–სენაკი–ლესელიძის 146–ე კილომეტრზე მოძრაობა გახსნილია
12 ივნ, 2014 00:00:00

გუშინ, ღამის 12 საათზე თბილისი–სენაკი–ლესელიძის 146–ე კმ–ზე (რიკოთის გვირაბთან) მთიდან მცირე ზომის ქვები და ხის ფიჩხები ჩამოიშალა. ღამის 01 საათიდან დილის 08 საათამდე უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა და ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთო გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის მიმართულებით. შემთხვევის დროიდან, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების რეგიონული წარმომადგენლები და ამ დრომდე აწარმოებენ შესაბამის გაწმენდით სამუშაოებს.

დილის 08 საათიდან, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე შეზღუდვა მოხსნილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  

მოსალოდნელი კლიმატური პირიბების გაუარესებიდან გამომდინარე რამდენიმე დღის განმავლობაში სახიფათო ზონა 200 მეტრზე შემოფარგლული იქნება. მიღებულია უსაფრთხოების ზომები, რათა ქვის მასის ჩამოშლა გზის სავალ ნაწილზე არ მოხდეს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: