საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქუთაისის ფილიალი სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქუთაისის ფილიალი სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო
11 ივნ, 2014 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს მონაწილეობას აქციაში ,,გაიღე სისხლი -სიცოცხლის გადასარჩენად”. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის  ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა და ადგილობრივ კონტრაქტორ სამშენებლო კომპანიებში დასაქმებულმა მეგზევეებმა სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღეს. უბედური შემთხვევებისა და ავტოავარიის შედეგად დაზარალებულთათვის უსასყიდლოდ სისხლი სამოცმა მეგზევემ გაიღო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ქალაქ ქუთაისში გამართულ ორ დღიან უანგარო დონაციის აქციას შეუერთდნენ, სადაც ცენტრალური სისხლის ბანკი „მედინვესტ ჯორჯიას“ თანამშრომლები სპეციალურად ჩავიდნენ.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „მედინვესტ ჯორჯია საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მაისში გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, აქციაში ,,გაიღე სისხლი -სიცოცხლის გადასარჩენად” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რეგიონული დირექციები და კონტრაქტორი კომპანიები, ერთი წლის განმავლობაში უბედური შემთხვევებისა და ავტოავარიის შედეგად დაზარალებულთათვის პერიოდულად უანგაროდ გაიღებენ სისხლს, საჭირო მარაგის შესაქმნელად.

„მედინვესტ ჯორჯია _ საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკი - დღეს საქართველოში ყველაზე დიდი სისხლის ბანკია დონორთა რაოდენოთ, რომელიც საქართველოს მასშტაბით, ყველა კლინიკას ამარაგებს სისხლით, უბედური შემთხვევების დროს რთული ტრამვული დაზიანებებისას თუ დაავადებული ადამიანებისთვის.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: