ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება
ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება
09 ივნ, 2014 00:00:00

ქვეყნის საგზაო ქსელის მოდერნიზებისა და თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრების ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის  მოდერნიზაცია–რეკონსტრუქცია საგზაო ინფრასტრუქტურის პრიორიტეული პროექტებია. ავტომაგისტრალის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ნაწილს ქუთაისის შემოვლითი 17.3 კილომეტრიანი გზა წარმოადგენს, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ვაჟა ფანჩულიძე ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლებს შეხვდა და მუშაობის ანგარიში ჩაიბარა.

ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე 15 კმ–ზე ბეტონის საფარის დაგება დასრულებულია, ხიდებზე კი სამუშაოების 80 % შესრულებულია. ხორციელდება ხელოვნური ნაგებობების  რკინა–ბეტონის წყალგამტარი 32 მილის, 9 მიწისქვეშა გასასვლელის, 10 ხიდისა და გზაგამტარის მშენებლობა. ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობას, მომავალში კიდევ ორი ზოლის დამატების პერსპექტივით.

ქუთაისის შემოვლითი გზის შედეგად, შესაძლებელი გახდება სატრანზიტო მოძრაობისგან ქალაქის განტვირთვა, ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდა და მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლება.

ქუთაისის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებს  კომპანია “TODINI Costruzion Generali SPA” TAKENAKA CIVIL ENGINEERING&CONSTUCTION CO. LTD“ ასრულებს,  დონორი კი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოა (JICA). ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის (ლოტი I) პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 77,9 მილიონი ლარი და 20,6 მილიონი ევროა. პროექტის განხორციელება 2012 წლის ნოებმერში დაიწყო.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: