დარიალის ხეობაში სტიქიით გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
დარიალის ხეობაში სტიქიით გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
08 ივნ, 2014 00:00:00

დღეს, დილის 7 საათიდან, შ.პ.ს. სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ, დევდორაკის ხეობაში სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოები განაახლა. ხეობაში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი და საძიებო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, მიმდინარეობდა მყინვარწვერის, დევდორაკისა და ამალის ხეობების და ასევე მიმდებარე უბნების დაკვირვება. ამასთანავე, ხორციელდებოდა მყინვარწვერის მასივის სეისმოლოგიური დაკვირვება და  ინფორმაციის ანალიზი.

მონაცემების განზოგადებისა და ვიზუალური და ფოტო დაკვირვებების შედეგების შეჯერების შედეგად, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დარიალის ხეობაში სამუშაოების განახლების თაობაზე.

როგორც ცნობილია, 17 მაისიდან დევდორაკის ხეობაში მიმდინარეობს სტიქიური მოვლების სალიკვიდაციო და საძიებო სამუშაოები, სადაც მობილიზებულია 70 მძიმე ტექნიკა და სხვადასხვა უწყების 200-მდე თანამშრომელი.

ამ დროითვის, უწყვეტ რეჟიმში, სპეციალურად შექმნილი სამეცნიერო ჯგუფის მიერ, გრძელდება მყინვარწვერის მასივის სეისმოლოგიური დაკვირვება. შესაბამისი დარგის სპეციალისტებისა და სასაზღვრო პოლიციის ძალებით მიმდინარეობს დევდორაკის ხეობის და ამალი-დევდორაკის შესართავის მუდმივი მონიტორინგი.

ხეობაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა უწყებების წარმოადგენლები, 24 საათიან რეჟიმში, ახორციელებენ კომპლექსური ღონისძიებებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი გართულება და გათვალისწინებული იქნას ნებისმიერი მინიმალური რისკი.

youtobe იხილეთ თანდართული ვიდეო ფაილი

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: