ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი გაეცა

06 ივნ, 2014 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ პრესკონფერენცია გამართა. მინისტრის მოადგილემ  ამომწურავად და არგუმენტირებულად უპასუხა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა იმ კითხვას, რომელიც ზოგიერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად საზოგადოებაში გაჩნდა.
პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ დამახინჯებული ინფორმაციისგავრცელება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად,  ზოგიერთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ  ქულების მოპოვების მცდელობას მიზანმიმართულად უკავშირდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას 2009-14 წლებში სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ფაქტობრივი მონაცემები მიაწოდა.გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპები წლების მანძილზემცირდება, სინამდვილეს არ შეესაბამება.
ხაზი გაესვა უპერეცედენტო მასშტაბის აქტივობებს ცენტრალური მაგისტრალის  (E-60) მშენებლობასთან დაკავშირებით. არსებული მონაცემების მიხედვით, 2013-14 წლებში ამ მიმართულებით განხორციელებულიაქტივობა უფრო მეტია ვიდრე 2006-2012 წლებში.
მიუხედავად იმისა, რომ საგზაო პროექტების სპეციფიკიდან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევაში პირველიკვარტალი წარმოადგენს არასასურველ პერიოდს, სამინისტრომ  იმაზე მეტი აქტივობა განახორციელა ინფრასტრუქტურული პროექტების  მიმართულებით, ვიდრე გასულ წლებში დაფიქსირდა.
2013-2014 წლებში ხარჯვაზე მიმართული ინფრასტრუქტურული პოლიტიკა შეიცვალა შედეგზეორიენტირებული მიდგომით.  ასევე, გაუმჯობესდა საინვესტიციო გარემო წლიურ და აბსოლუტურ მაჩვენებლებში.
საინვესტიციო პროქტების დაფინანსება ნაკლებად შეიცავს ინფლაციის რისკს, თუმცა სამინისტრო,პროექტების განხორციელების გრაფიკების განსაზღვრისას, მაქსიმალურად ცდილობს დროში თანაბარგადანაწილებას.
საზოგადოება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან განსახორციელებელი და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციას პერმანენტულად მიიღებს. მსგავსი სახის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ პრესკონფერენცია გამართა. მინისტრის მოადგილემ  ამომწურავად და არგუმენტირებულად უპასუხა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა იმ კითხვას, რომელიც ზოგიერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად საზოგადოებაში გაჩნდა.პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ დამახინჯებული ინფორმაციისგავრცელება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად,  ზოგიერთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ  ქულების მოპოვების მცდელობას მიზანმიმართულად უკავშირდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას 2009-14 წლებში სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ფაქტობრივი მონაცემები მიაწოდა.გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპები წლების მანძილზემცირდება, სინამდვილეს არ შეესაბამება.
ხაზი გაესვა უპერეცედენტო მასშტაბის აქტივობებს ცენტრალური მაგისტრალის  (E-60) მშენებლობასთან დაკავშირებით. არსებული მონაცემების მიხედვით, 2013-14 წლებში ამ მიმართულებით განხორციელებულიაქტივობა უფრო მეტია ვიდრე 2006-2012 წლებში.
მიუხედავად იმისა, რომ საგზაო პროექტების სპეციფიკიდან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევაში პირველიკვარტალი წარმოადგენს არასასურველ პერიოდს, სამინისტრომ  იმაზე მეტი აქტივობა განახორციელა ინფრასტრუქტურული პროექტების  მიმართულებით, ვიდრე გასულ წლებში დაფიქსირდა.
2013-2014 წლებში ხარჯვაზე მიმართული ინფრასტრუქტურული პოლიტიკა შეიცვალა შედეგზეორიენტირებული მიდგომით.  ასევე, გაუმჯობესდა საინვესტიციო გარემო წლიურ და აბსოლუტურ მაჩვენებლებში.
საინვესტიციო პროქტების დაფინანსება ნაკლებად შეიცავს ინფლაციის რისკს, თუმცა სამინისტრო,პროექტების განხორციელების გრაფიკების განსაზღვრისას, მაქსიმალურად ცდილობს დროში თანაბარგადანაწილებას.
საზოგადოება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან განსახორციელებელი და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციას პერმანენტულად მიიღებს. მსგავსი სახის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.

წყარო: www.mrdi.gov.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: