საგანგებო განცხადება
საგანგებო განცხადება
06 ივნ, 2014 00:00:00
დღეს დევდორაკის ხეობაში განთავსებულმა სისტემური დაკვირვების პუნქტმა მყინვარზე  მცირე სიძლიერის სეისმური ბიძგები დააფიქსირა.
ამ დრომდე, დამეწყრილ ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, 170 პირი მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
ნებისმიერი გართულების თავიდან აცილების მიზნით, საგანგებო შტაბმა  სამუშაოების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
ამ ეტაპზე, შესაბამისი სპეციალისტების მიერ  გრძელდება მყინვარზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება. მათი განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და სიტუაციის დარეგულირებისთანავე სტიქიის ზონაში დროებით შეჩერებული სამუშაოები კვლავ აღდგება.
დღეს დევდორაკის ხეობაში განთავსებულმა სისტემური დაკვირვების პუნქტმა მყინვარზე  მცირე სიძლიერის სეისმური ბიძგები დააფიქსირა.ამ დრომდე, დამეწყრილ ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, 170 პირი მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.ნებისმიერი გართულების თავიდან აცილების მიზნით, საგანგებო შტაბმა  სამუშაოების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.ამ ეტაპზე, შესაბამისი სპეციალისტების მიერ  გრძელდება მყინვარზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება. მათი განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და სიტუაციის დარეგულირებისთანავე სტიქიის ზონაში დროებით შეჩერებული სამუშაოები კვლავ აღდგება.
წყარო: www.mrdi.gov.ge
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: