ქუთაისი-საფიჩხია–ჭოგნარის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
ქუთაისი-საფიჩხია–ჭოგნარის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
06 ივნ, 2014 00:00:00

ქუთაისი-საფიჩხია–ჭოგნარის  საავტომობილო გზის 4,7 კილომეტრიან  მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თბილისიდან ქუთაისის ცენტრთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზის რეაბილიტაციის პროცესი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერა.

ქუთაისი-საფიჩხია–ჭოგნარის საავტომობილო გზა 25 წელზე მეტია  არ შეკეთებულა. ადგილზე ამ დროისათვის, ასფალტ-ბეტონის საფარის განახლება მიმდინაროებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური ნაგებობების, რკინა–ბეტონის მილების, კიუვეტების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების, საგზაო ნიშნებისა და ავტობუსების გაჩერებების მოწყობა. პროექტზე დასაქმებულია 40 ადგილობრივი მოსახლე.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა „ქუთაისი–საფიჩხია–ჭოგნარი“ აკავშირებს  ქუთაისსა და ქუთაისის შემოვლით გზას, მიმდებარე სოფლებს, ასევე, გზა უკავშირდება ბაგრატის ტაძარსა და გელათის მონასტერს. რეაბილიტირებული გზა ქუთაისის მოსახლეობისა და ტურისტებისთვის მგზავრობას კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო დაფინანსებით შ.პ.ს „საქმილსადენმშენი“ ასრულებს რომლის ღირებულებაც 3 018 000  ლარს შეადგენს.

აღნიშნული გზის რეაბილიტაცია  მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ორ თვეში დასრულდება.

youtobe იხილეთ თანდართული ფაილი

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: