თბილისის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია სრულდება
თბილისის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია სრულდება
05 ივნ, 2014 00:00:00

თბილისის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.

პროექტს  შპს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია'' ახორციელებდა და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 100  ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტის ღირებულებამ 11,171.4 ათას ლარი შეადგენა.

თბილისის შემოვლითი გზის კმ21-კმ34 მონაკვეთი თბილისის შემოსავლელი 48 კმ-იანი გზის შემადგენელი ნაწილია და მისი ტექნიკური მდგომარეობა ვერ პასუხობდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თანამედროვე სტანდარტებს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და პროექტის მოცულობის 40% გასულ წელს შესრულდა. 

რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული იყო 13 კმ-იანი საგზაო მონაკვეთისა და 7 ხიდის კაპიტალური შეკეთება. ასევე, ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწესრიგება, სავალი ნაწილის მონიშვნა თეთრი ნიტროემალით, საგზაო ნიშნების მონტაჟი და  გზის ქვედა საყრდენი კედლების გაბიონებით მოწყობა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: