დარიალის ხეობაში დროებითი სატრანსპორტო გზა რამდენიმე დღეში გაიხსნება
დარიალის ხეობაში დროებითი სატრანსპორტო გზა რამდენიმე დღეში გაიხსნება
03 ივნ, 2014 00:00:00

დარიალის ხეობაში სავალი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 17 მაისს, დევდორაკის ხევიდან მოვარდნილი დიდი მოცულობის ღვარცოფისა და რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, მუშაობა 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდას  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებენ. მიმდინარე სამუშაოების მიზანი დროებითი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. ადგილზე 70 ერთეული ტექნიკა და 170-მდე თანამშრომელი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.მეწყერის ჩამოწოლის დღიდან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეიქმნა საგანგებო შტაბი, სადაც გზის გაწმენდითი და სამძებრო-სამაშველო სამუშოების დასაგეგმად სხდომები იმართება.დღეის მდგომარეობით, უკვე მოხერხდა ახალი კალაპოტის გაჭრა და მეწყრის შედეგად დაგუბებული წყლის გადინება, რამაც დატბორილი ადგილი გაათავისუფლა. გრძელდება მდინარე თერგის კალაპოტის გაღრმავების სამუშაოებიც.ადგილზე მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დევდორაკის ხეობის ყველაზე მაღალ წერტილებში შექმნილია რამდენიმე საგუშაგო, საიდანაც მეწყერსაშიშ ზონებზე დაკვირვება და მომუშავე ჯგუფებთან მუდმივი რადიოკავშირი ხორციელდება.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი,  სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, დავით შავლიაშვილი და მისი მოადგილეები დარიალის ხეობაში მიმდინარე სამუშაოებს მეთვალყურეობას პირადად უწევენ.გზის გაწმენდითი სამუშაოები ხეობაში უწყვეტად მიმდინარეობს, რათა დროებითი გზა მალე გაიხსნას და დამეწყრილი ტერიტორია მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოწესრიგდეს.

წყარო: www.mrdi.gov.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: