აგარა-ზემო ოსიაურის ჩქაროსნული გზის მშენებლობა იწყება
აგარა-ზემო ოსიაურის ჩქაროსნული გზის მშენებლობა იწყება
30 მაი, 2014 00:00:00

დღეს, საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ქუვეიტურ კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“–ს შორის აგარა-ზემო ოსიაურის 12–კმ–იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.

აღნიშნულ ხელშეკრულებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ვაჟა ფანჩულიძემ,  Copri Construction Enterprises W.L.L-ის საქართველოს ფილიალის დირექტორებმა  ალა აკდაგმა და ამირან მამუჭაძემ  მოაწერეს ხელი.

აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის (კმ19-კმ31) მოდერნიზაციის სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. მის მშენებლობაზე 2013 წელს გამოცხადებულ ტენდერში  ქუვეითურმა კომპანიამ Copri Construction Enterprises W.L.L-მა გაიმარჯვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 105 მლნ. ლარზე მეტია, ხოლო პროექტის განხორციელების ვადა – სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 27 თვე.

პროექტის ფარგლებში, აშენდება 4–ზოლიანი ცემენტ–ბეტონის საფარიანი გზა. ასევე, განხორციელდება ხელოვნური ნაგებობების: 2 სატრანსპორტო კვანძის, 4 სახიდე გადასასვლელის, 20 წყალგამტარი რკინაბეტონის მილისა და 3 სამეურნეო გასასვლელის მშენებლობა.

ხელშეკრულების ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში კონტრაქტორი კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აგარა-ზემო ოსიაურის გზაზე სამშენებლო ბაზის მოწყობასა და სამშენებლო ტექნიკის მობილიზებას დაიწყებს.

youtobe თანდართული ფაილი იხილეთ ბმულზე

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: