საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო
26 მაი, 2014 00:00:00

26 მაისს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. სადღესასწაულო ღონისძიებაზე მოსულ მოქალაქეებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ 16 სახის მძიმე ტექნიკა და 10 სახის ლაბორატორიული მოწყობილობა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საინფორმაციო ბანერები, აგარიშები, პრეზენტაციები და  ახალი პროექტების ფოტოები. ასევე, მრავალი გასართობი თემატური ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის პირველივე დღიდან  უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმ ტექნიკის ანალოგიური ნიმუშები იქნა წარმოდგნეილი, რომელიც საგზაო სამუშაოების დროს გამოიყენება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: