ვაჟა ფანჩულიძემ იგოეთი–გორის მონაკვეთზე მიმდინარე მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოები დაათვალიერა
ვაჟა ფანჩულიძემ იგოეთი–გორის მონაკვეთზე მიმდინარე მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოები დაათვალიერა
28 მაი, 2014 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე იგოეთი–გორის მონაკვეთზე მიმდინარე მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოებს გაეცნო.

საერთაშორისო მნიშვნელობის E60 ავტომაგისტრალზე  (იგოეთი-გორის მონაკვეთი) მსოფლიო ბანკის პროექტით გათვალისწინებული მცირე მასშტაბის მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის შესაბამისად, ჩატარდება ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული აგარაკებთან მისასვლელი გზის  შეკეთების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებისა და შემანელებელ–ამაჩქარებელი გზის მოწყობის სამუშაოები. ასევე, დაგეგმილია გზაგამტარებისა და მილების მოწყობის სამუშაოები.

პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით  გორის N1 საგზაო სამმართველო ასრულებს და ღირებულება 1.805 ათას ლარს შეადგენს.

სამუშაოების განხორციელება 2014 წლის აპრილში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: