Noname
Noname
24 მაი, 2014 12:58:00

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85 კმ-ზე მდინარე ლიახვზე  არსებულ სახიდე გადასასვლელზე (თბილისი-ხაშურის მიმართულება) სამშენებლო კომპანია გეგმიურ სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც, მიმდინარე წლის 25 მაისის დილის 09:00 საათიდან 05  ივნისის დილის 09:00 საათამდე, აღნიშნულ სახიდე გადასასვლელზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თბილისი-ხაშურის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ხაშური-თბილისის მიმართულებით არსებულ სახიდე გადასასვლელზე და მოძრაობა განხორციელდება ორმხრივ რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2013 წლის 15 აპრილს (#20/11-701494) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: