ბათუმი–ხულოს საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება
ბათუმი–ხულოს საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება
23 მაი, 2014 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის დირექტორმა ზურაბ სიხარულიძემ და მისმა მოადგილემ მინდია ღლონტმა მონიტორინგის ფარგლებში აჭარის რეგიონში ბათუმი-ხულოს გზაზე  მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვარიელეს.

აღნიშნულ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და 2014 წლის ზაფხულში დასრულდება.

შიდასახემწიფოებრივი მნიშვნელობის  ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი 8.2 კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “ზიმო7“ ახორციელებს, ღირებულება შეადგენს 2.27მლნ. ლარს. ბათუმი-ახალციხის მეორე სარეაბილიტაციო მონაკვეთზე კი მოძრაობის უსაფრთხოების სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე,  ადგილობრივი მნიშნვნელობის ზომლეთი–ხიხაძირის 6კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციამიმდინარეობს, რომელიც  მდებარეობს ხულოს რაიონში და გაივლის სხალთის მამათა მონასტრის ტერიტორიას. პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და ღირებულება 4 596 600  ლარს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმებულია 100-მდე ადგილობრივი ადამინი. აღსანიშნავია, რომ ზომლეთი–ხიხაძირის გზის მონაკვეთზე რეაბილიტაცია ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

რეაბილიტირებული მონაკვეთების შედეგად, შესაძლებელი გახდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდა და მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლება. ამ მონაკვეთებზე ახალი გზის გაყვანა ახალ სოციალურ და ეკონომიკურ პერსპექტივებს გააჩენს.

youtobe იხილეთ თანდართული ვიდეო

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: