დარიალის ხეობაში სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
დარიალის ხეობაში სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
23 მაი, 2014 00:00:00

დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის დღიდან პრემიერის დავალებით გაწმენდით სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს. საგანგებო შტაბში დღეს დილით თათბირი ჩატარდა და  გაწმენდითი სამუშაოებისათვის მორიგი გეგმა დაისახა.

17 მაისიდან, უშუალოდ გაწმენდით სამუშაოებს უწყეტ რეჟიმში  სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს. ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი და მისი მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე.

ამ ეტაპზე,  დარიალჰესთან მდებარე გვირაბში მეწყერის შედეგად დაგუბებული წყალი დამშრალია, წყლის ნაკადი ხელოვნური არხის საშუალებით ბუნებრივ კალაპოტში ჩაედინება, რაც  სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოების  უფრო ეფექტურად ჩატარების საშუალებას იძლევა. დარიალის ხეობაში, საავტომობილო გზის გაწმენდა სხვადასხვა მხრიდან მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს 25  ერთეული და დამატებით მობილიზებულია სახვა მძიმე სახის ტექნიკა.

სტიქიის ზონაში შესაბამისი გაწმენდითი სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და დეპარტამენტის წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ ლარსის მიმართულებით მოძრაობის უმოკლეს ვადებში გახსნას.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: