კახეთის რეგიონში ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
22 მაი, 2014 00:00:00

კახეთის რეგიონში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს 8კმ–იანი საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება შეადგენს 3 მილიონ 663 ათას 116 ლარს. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. საგზაო–სამშენებლო–სარემონტო კომპანია „სერპანტინი“.

პროექტით გათვალისწინებულია: არსებული ბეტონის სადრენაჟე არხების გაწმენდა, არსებული მილების და ელექტრო გადამცემი ბოძების დემონტაჟი და ახლების მონტაჟი, დაზიანებული ასფალტ–ბეტონის საფარის ფრეზირება (დაზიანებული ასფალტის მოხსნა გზის საფარიდან და მისი განახლება), გზის საფუძველზე შემასწორებელი ფენის მოწყობა ქვიშა–ხრეშოვანი მასალით, სავალი ნაწილის ზედა საცვეთი ფენის, გაბიონების, მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში განხორციელდება რეაბილიტირებული გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. ამ დროისათვის, მიმდინარეობს შემასწორებელი ფენისა და მილების მოწყობის სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის 4 აპრილს დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.

საავტომობილო გზა ფშაველი-აბანო-ომალო სტატეგიული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა. იგი  იწყება სოფელ ფშაველის ტერიტორიაზე (საავტომობილო გზის ახმეტა-ყვარელი–ნინიგორი-ლაგოდეხის მარცხენა მიერთება 22-ე კმ-ზე) და მთავრდება სოფელ ლეჩურის ტერიტორიაზე. აღნიშნული გზა წარმოადგენს ერთადერთ დამაკავშირებელ გზას დაბა ომალოსთან და უნიკალურ ტურისტულ მნიშვნელობის ტერიტორიებთან, შესაბამისად გზა გამოიყენება, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე ტურისტული დანიშნულებით.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში დაფიქსირებულია ტურისტული ნაკადის მკვეთრი ზრდა. აღნიშნულ მიმართულებაზე რეაბილიტირებული მონაკვეთი გაივლის სოფელ ფშაველსა და ლეჩურს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: