საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასფალტის საფარის მოვლა-შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიის ექსპერიმენტს ატარებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასფალტის საფარის მოვლა-შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიის ექსპერიმენტს ატარებს
21 მაი, 2014 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გზების მოვლა-შენახვის ახალი ტექნოლოგიის, „რეჯუვასილის“ ექსპერიმენტის ჩატარებას დაესწრნენ. ახალი ტექნოლოგიით ასფალტის დამუშავება უზრუნველყოფს, ასფალტის ხარისხის გაუმჯობესებას და მისი სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას.

აღნიშნული ტექნოლოგიის  გამოყენების შემთხვევში შესაძლებელი ხდება ასფალტის საფარის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა 50-60 პროცენტით. ახალი ტექნოლოგია გამოყენებული იქნა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე და მისი წარმატებით ტესტირების შემდეგ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალი ტექნოლოგიის  გამოყენებას აქტიურად დაიწყებს.

„რეჯუვასილი“ დამზადებულია რთული ნახშირ-წყალბადების ბაზაზე. ასფალტზე მისი წასმის შემთხვევაში, იგი ღრმად აღწევს ასფალტის ზედაპირში, ამდიდრებს მას ბიტუმით და იცავს გზის საფარს  დაზიანებისგან, საფარს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს, ასევე წყლისა და ნავთობპროდუქტების შეღწევადობისგან, რაც გზის საფარის დაზიანების ძირითადი გამომწვევი ფაქტორებია.

„რეჯუვასილი“ (Rejuvaseal) პირველად დამზადდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მისი გამოყენება სამხედრო აეროპორტების ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების მოვლა-შენახვის მიზნით დაიწყეს. 2000-იანი წლების დასაწყისიდან კი უკვე იწყება მისი გამოყენება სამოქალაქო დანიშნულებითაც საავტომობილო გზების, პარკირების ადგილებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა-შენახვის მიმართულებით.

„რეჯუვასილი“, თანამედროვე ტექნოლოგია აპრობირებულია აშშ-ში, ევროპასა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში. საქართველოს ბაზარზე  ახალი ტექნოლოგიის ოფიციალური დისტრიბუტორია საკონსულტაციო კომპანია „PMCG” (პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფი) და NIDCO International (რეჯუვასილის ოფიციალური დისტრიბუტორი ევროპასა და აზიაში).

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: