რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დელეგაცია გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დელეგაცია გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
20 მაი, 2014 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით, გერმანიის ქალაქ ბრემენში იმყოფებოდნენ. დელეგაციამ შეხვედრები გამართა ქალაქ ბრემენის მიწის გარემოს და გზების ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მერიის ხელმძღვანელობასთან.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდნენ სახელმწიფო მრჩეველს, გზების და ტრანსპორტის სამსახურის უფროსს, ბრემენის სახელმწიფო კანცელარიის უფროსს და სამშენებლო პროექტების მენეჯერს.

ერთი კვირის განმავლობაში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გერმანიის ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრებზე ინფორმაციები გაცვალეს გზების მშენებლობის, მოვლა-შენახვის, სამშენებლო პროექტების განხორციელების ადმინისტრაციულ პროცედურებზე, ასევე, წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის თემაზე. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ბრემენის ავტობანი, გზების მშენებლობის პროექტები და წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის ობიექტები.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის გზების ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და კადრების ურთიერთგაცვლას პროფესიული გადამზადებისთვის.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: