დარიალის ხეობაში მდინარე თერგის სხვა კალაპოტში მოქცევა მოხერხდა
დარიალის ხეობაში მდინარე თერგის სხვა კალაპოტში მოქცევა მოხერხდა
19 მაი, 2014 00:00:00

დარიალის ხეობაში 24 საათიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, მდინარე თერგის სხვა კალაპოტში მოქცევა მოხერხდა. ამ ეტაპისთვის, გრძელდება გაწმენდით სამუშაოები და 10 ერთეული ტექნიკა  სტიქიის უშუალო ეპიცენტრშია მობილიზებული. თერგი სხვა კალაპოტიდან შეუერთდება მდინარის მთავარ ნაკადს, რაც მობილიზებულ ტექნიკას საშუალებას მისცემს გზის საფარის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის, სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას, შპს „ფერს“ და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც სტიქიის ზონაში მძიმე პირობების მიუხედავად, სიცოცხლის რისკის ფასად უდიდესი შრომა გაწიეს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: