დარიალის ხეობაში მეორე დღეა სამაშველო ოპერაცია გრძელდება
დარიალის ხეობაში მეორე დღეა სამაშველო ოპერაცია გრძელდება
18 მაი, 2014 00:00:00

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი, მისი პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა დარიალის ხეობაში იმყოფებიან. სამაშველო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით მუშავდება რისკების მართვის გეგმა.  

ადგილზე მობილიზებულია ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზედამხედველო სამსახური და მუშაობენ შესაბამისი ექსპერტები, რომლებიც გააკეთებენ სავარაუდო პროექტს, რის შემდეგაც დაიწყება საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: