გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები დარიალის ხეობაში იმყოფებიან და ვითარებას ადგილზე ეცნობიან
გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები დარიალის ხეობაში იმყოფებიან და ვითარებას ადგილზე ეცნობიან
17 მაი, 2014 00:00:00

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი და მისი პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ელგუჯა ხოკრიშვილთან, მინისტრის მოადგილე, გიორგი ამაშუკელთან, სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსთან ავთანდილ სუდაძესთან ერთად დარიალის ხეობაში იმყოფებიან და შექმნილ ვითარებას ადგილზე სწავლობენ. 

ადგილზე მობილიზებულია ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზედამხედველო სამსახური.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 134–ე კილომეტრზე (ლარსის ხეობა) დევდორკის ხევიდან მოვარდნილი დიდი მოცულობის ღვარცოფის გამონატანების შედეგად, გადაიკეტა მდინარე თერგი და გზის სავალი ნაწილი.
ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო დახმარების ბრიგადები. სამაშველო ბრიგადები გაემგზავრა თბილისიდანაც.
უკვე განხორციელდა სასაზღვრო პუნქტებიდან მოსახლეობის და მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრების ევაკუაცია. ამ ეტაპზე ხორციელდება ყველა აუცილებელი და საგანგებო ღონისძიება. 
ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, ამ დროისთვის არ დასტურდება.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: