საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება
16 მაი, 2014 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისის შემოვლითი გზის განვითარებისათვის მოძრაობის ინტენსივობისა და მიმართულებების დასადგენად  სოციოლოგიურ გამოკითხვასატარებს.

თბილისის შემოვლით გზის ახალი პროექტი მნიშნვნელოვანია, როგორც სატრანზიტო მოძრაობისთვის, ასევე,  ქალაქ თბილისში მოძრაობის განტვირთვისა და მგზავრობის  დროის შემცირებისათვის.

კვლევა ტარდება შემდეგ წერტილებში: თბილისი-ნატახტრის გზა, ლოჭინის ხიდი 21-ე კმ, ზემო ფონიჭალა - მარნეულის მიმართულებით, თბილისი-რუსთავი 14-ე კმ.

დღეს,  16 მაისს, ჩატარდა კვლევის პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებში ინტერვიუერებმა გამოკითხეს  აღნიშნულ მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტის მძღოლები.

გამოკითხვასთან ერთდ, ზემოაღნიშნულ წერტილებში დამონტაჟდა ავტომატური სათვლელი აღჭურვილობები, რომლებიც 48 საათის განმავლობაში დაითვლიან ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას, მათი კატეგიროების მიხედვით.

სოციოლოგიური კვლევა ნებაყოფლობითია და მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით,  საპატრულო პოლიციის დახმარებით ტარდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი მადლობას უხდის ყველა იმ მძღოლს, რომელმაც  კვლევაში მიიღო მონაწილეობა.

წყარო: www.mrdi.gov.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: