ქუთაისის შემოვლითი – სამტრედიის გზის სამშენებლო სამუშაოები ზაფხულში დასრულდება
ქუთაისის შემოვლითი – სამტრედიის გზის სამშენებლო სამუშაოები ზაფხულში დასრულდება
15 მაი, 2014 00:00:00

ქვეყნის საგზაო ქსელის მოდერნიზებისა და თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრების ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის  E60  (ფოთი–თბილისი–წითელი ხიდი) და E70 (ფოთი–თაბუმი–სარფი) მოდერნიზაცია–რეკონსტრუქცია საგზაო ინფრასტრუქტურის პრიორიტეული პროექტებია. ამ დროისათვის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამუშაოები ერთდროულად 7 მონაკვეთზე მიმდინარეობს.

ავტომაგისტრალის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ქუთაისის შემოვლითი და ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის გზის სამშენებლო მონაკვეთის მშენებლობა. ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთის სიგრძეა 17.3 კილომეტრი, ხოლო, ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის მონაკვეთის სიგრძე  24.0 კილომეტრია. აღნიშნული მონაკვეთების მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.

ამ დროისათვის, ქუთაისის შემოვლითი გზის 9.0 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოების 88% შესრულებულია. ცემენტ–ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია და მომდევნო მონაკვეთზე სამუშაოები გრძელდება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ხიდების და წყალგამტარი მილების მშენებლობა, რომლებზეც ასევე, მიმდინარეობს მიწის სამუშაოები. ხორციელდება ხელოვნური ნაგებობების  რკინა–ბეტონის წყალგამტარი 32 მილის, 9 მიწისქვეშა გასასვლელის, 10 ხიდისა და გზაგამტარის მშენებლობა. ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობას, მომავალში კიდევ ორი ზოლის დამატების პერსპექტივით.

2013 წელს, ქუთაისის შემოვლითი - სამტრედიის  გზის 7.5 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყო. 14 კმ-იან მონაკვეთზე კი რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობა დასრულდა. ამჟამად, დასრულების სტადიაშია გზაგამტარების მშენებლობა გეგუთი-მუხიანისა და სოფელ ბაშის ტერიტორიაზე. აქტიურად გრძელდება მიწის ყრილის, სავალი ნაწილის ქვესაფუძვლისა და საფუძვლის მოწყობის სამუშაოები. მიმდინარეობს ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა დანარჩენ მონაკვეთზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შენდება 29 მიწისქვეშა გასასვლელი, 24 რკინაბეტონის წყალგამტარი მილი, 8 გზაგამტარი და ხიდი.

ქუთაისის შემოვლითი გზის I და II ლოტზე სამშენებლო სამუშაოებს  კომპანია “TODINI Costruzion Generali SPA” TAKENAKA CIVIL ENGINEERING&CONSTUCTION CO. LTD“ ასრულებს,  დონორი კი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოა (JICA). ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის (ლოტი I) პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 77,9 მილიონი ლარი და 20,6 მილიონი ევროა. პროექტის განხორციელება 2012 წლის ნოებმერში დაიწყო. ხოლო, ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის გზის მშენებლობის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 69,6 მილიონ ლარს  და 20,9 მილიონ ევროს.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: