საავტომობილო გზების დეპარტამენტში ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის გაუმჯობესების საკითხზე შეხვედრა გაიმართა
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის გაუმჯობესების საკითხზე შეხვედრა გაიმართა
14 მაი, 2014 00:00:00

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი და დეპარტამენტის წარმომადგენლები აზიის განვითარების ბანკის ჯგუფის ხელმძღვანელს პრიანკა სენევირატნეს  და საპროექტი კომპანია „კოქსი“-ის წარმომადგენელს შეხვდნენ.  შეხვედრაზე გაიმართა რეგიონული მნიშვნელობის გზების გაუმჯობესების პროექტის, კერძოდ, ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility study) საპროექტო სამუშაოების პრეზენტაცია, რის შედეგადაც დაიწყება 50კმ-იანი გზის მოდერნიზაციის პროცესი.

ძირულა-ჩუმათელეთის საპროექტო გზა ქალაქ ხარაგაულის და 10 სოფლის ტერიტორიაზე გადის და 37,000 მოსახლეს ემსახურება. გზა წარმოადგენს საგზაო კავშირს ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და E60 ავტომაგისტრალს შორის, რომელიც წარმოადგენს მთავარ საერთაშორისო საგზაო არტერიას, იგი ასევე, აკავშირებს ერთმანეთთან საქართველოს მთავარ ქალაქებს. პროექტის განხორციელების შედეგად ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 50კმ სიგრძის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, გაუმჯობესდება საგზაო კავშირი და  მოძრაობის უსაფრთხოება. 

ამ ეტაპზე, ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა ძირითადად ხრეშოვანია, მისი რეაბილიტაცია 90-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა. აღნიშნული გზის რეაბლიტაცია ხელს შეუწყობს, როგორც ძირითადი მაგისტრალის (E60-ის) განტვირთვას, ასევე, სოფლის მეურნეობის და ტურისტული პოტენციალის ზრდას, რასაც რეგიონში  სოციალური დატვირთვაც ექნება და მისი უნიკალური ადგილების მონახულების შესაძლებლობა გახდება უფრო მოსახერხებელი დამსვენებელებისთვის, არა მარტო საქართველოდან, არამედ უცხოეთიდან. ბორჯომ–ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში დასახლებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებით კი  შემცირდება მიგრაციის პროცესი.

პროექტს აფინანსებს აზიის განვითარების ბანკი (ADB).

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: