თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის ბოლო მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის ბოლო მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება
13 მაი, 2014 00:00:00

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასკვნით ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. კმ10-კმ23 მონაკვეთის  სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტზე ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 10 მარტს გამოაცხადა, ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ თბილისთან“ გაფორმდა.

სამშენებლო კომპანია „თბილისი“ ხელშეკრულების თანახმად კმ10-კმ23 გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  2015 წლის ოქტომბრის ბოლოს  დაასრულებს, რის შედეგადაც   თიანეთი-ზარიძები-ჟინვალის გზის რეაბილიტაცია დასრულდება, პროექტის ბიუჯეტი 21,177 მლნ. ლარს შეადგენს.

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა 9 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. აღნიშნულ ობიექტზე გზის საფარი დანამატებით გაუმჯობესებული მოდიფიცირებული ასფალტ-ბეტონის ნარევით მოეწყო. რეაბილიტირებულ იქნა 3 ხიდი, გოფრირებული წყალგამტარი მილები, სანიაღვრე ქსელი, ლითონის მრუდხაზოვანი ძელები და სასიგნალო ბოძკინტები, ასევე ჩატარდა ტროტუარების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის 9 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "ბლექ სი გრუპი" ახორციელებს, ღირებულება 8 888 888.00 ლარს შეადგენს.

აღნიშნული გზა 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია, გზაზე არასოდეს ყოფილა ასფალტის საფარი.

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საატომობილო გზის 23კმ-იანი მონაკვეთის  რეაბილიტაცია უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებულ მოძრაობას, ასევე მგზავრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სატრანსპორტო ხარჯები და მგზავრობის დრო შეუმცირდებათ.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: