სისხლის უანგარო დონაციის აქცია საავტომობილო გზების დეპარტამენტში
სისხლის უანგარო დონაციის აქცია საავტომობილო გზების დეპარტამენტში
10 მაი, 2014 00:00:00

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ,,მედინვესტ ჯორჯია საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკს“  შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ,,გაიღე სისხლი - სიცოცხლის გადასარჩენად ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ვაჟა ფანჩულიძემ და დეპარტამენტის თანამშრომლებმა უბედური შემთხვევებისა და ავტოავარიის შედეგად დაზარალებულთათვის უსასყიდლოდ სისხლი გაიღეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნულ აქციაში პირველად ჩაერთო და მემორანდუმის ფარგლებში, საჭირო სისხლის მარაგის შესაქმნელად, პერიოდულად მიიღებს მონაწილეოაბს ერთობლივ პროექტებში.

მედინვესტ ჯორჯია _ საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკი - დღეს საქართველოში ყველაზე დიდი სისხლის ბანკია დონორთა რაოდენობით. აღნიშნული ბანკი, საქართველოს მასშტაბით, ყველა კლინიკას ამარაგებს სისხლით, უბედური შემთხვევების დროს რთული ტრამვული დაზიანებებისას თუ დაავადებული ადამიანებისთვის.

youtobe ვიდეოს სანახავად იხიხლეთ ბმული

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: