ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია წელს დასრულდება
ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია წელს დასრულდება
06 მაი, 2014 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტი  პერიოდულად გაცნობებთ სხავადასხვა რეგიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას. ამჯერად, ჩალაუბანი–სიღნაღი-ანაგის საავტომობილო გზის კმ16–კმ22 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას და პროექტების შესახებ ინფორმაციას გთავაზობთ.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩალაუბანი–სიღნაღი-ანაგის გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი სიღნაღის რაიონში მდებარეობს. პროექტი ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე (SLRP II) პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 3 222 900 ლარს შეადგენს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორცილედება და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ს.ს „კავკასავტომაგისტრალი“ ასრულებს.

ჩალაუბანი-სიღნაღის გზის სავალ ნაწილზე ხელოვნური ნაგებობები და შემასწორებელი ფენა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით უკვე მოეწყო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ასფალტ–ბეტონის საფარის მოფრეზვა და შემდეგი გამოყენებისათვის მოგროვება, არსებულ საფუძველზე შემასწორებელი, სტაბილიზირებული ფენების, ასფალტ–ბეტონის საფარის მოწყობის, ბეტონის ჭისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ეზოში შესასვლელებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები,  შეკეთდება არსებული და მოეწყობა ახალი წყალგამტარი მილები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. ასევე, მოეწყობა რკინაბეტონის საყრდენი კედლები და მიერთებები. 

ჩალაუბანი-სიღნაღის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. რეაბილიტირებული გზის შედეგად, ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგის ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები მიიღებენ სარგებელს და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას  საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მიმართულებით. 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: