წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
01 მაი, 2014 00:00:00

საავტომობილო გზებზე, სხავადასხვა რეგიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას და პროექტების შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი  პერიოდულად შემოგთავაზებთ.  ამჯერად გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს და ინფრომაციას კახეთის რეგიონში მიმდინარე პროექტების შესახებ.

კახეთის რეგიონში, წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

პროექტი ითვალისწინებდა გზის სავალი ნაწილის განახლებასა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, გზის მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების შეკეთებას, ასევე, მოეწყო ახალი ავტოპავილიონები.

აღნიშნული გზა სოფელ არხალოკალოსა და ქვემო ქედაზე გადის, თუმცა, გზის გასწვრივ მდებარე რამდენიმე სოფლის მოსახლეობას უმოკლესი მანძილით აკავშირებს რაიონის ცენტრთან  -  დედოფლისწყაროსთან და სხვა რეგიონებთან.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და ღირებულებამ 3.700 ათასი ლარი შეადგინა. სარეაბილიტაციო სამუშაოები შ.პ.ს. „ფინ-ესტატე“-მ განახორციელა.

რეაბილიტირებული გზის შედეგად შემცირდება მგზავრობის დრო, გაიზრდება მოძრაობის უსაფრთხოება და გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის პირობები.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: