გიორგი ამაშუკელი AECOM/DIA-ს წარმომადგენლებს შეხვდა
გიორგი ამაშუკელი AECOM/DIA-ს წარმომადგენლებს შეხვდა
26 აპრ, 2014 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი ამაშუკელი დღეს  AECOM და IC/DIA   წარმომადგენლებს შეხვდა.

კომპანიები AECOM და IC/DIA არქიტეტურის, მშენებლობისა და დიზაინის სფეროში მსოფლიოს 130 ქვეყანაში უკვე მრავალი წელია მოღვაწეობენ. ამჟამად  ეს ორი კომპანია გაერთიანებული ჰოლდინგის სახით საქმიანობს და უზრუნველყოფს მშენებლობის სფეროში მომსახურებას მის ყველა ეტაპზე, დაწყებული დიზაინიდან, მშენებლობის ხარისხის მონიტორინგით დასრულებული. კომპანიების აღნიშნული გაერთიანება მრავალი მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია, მათ შორის აეროპორტების, ჩქაროსნული საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სფეროში.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს კომპანიის მუშაობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. გიორგი ამაშუკელმა კი, სტუმრებს სამინისტროს საქმიანობის სფეროები და მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

AECOM/DIA-ს წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარისხის კონტროლის სფეროში თანამშრომლობა შესთავაზეს, ასევე, დაინტერესდნენ საქართველოში გვირაბების მშენებლობის პროექტებითა და სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობით.

გიორგი ამაშუკელმა AECOM/DIA-ს სურვილით კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქართულ ბაზარზე შემოსვლა და ადგილის დამკვიდრება შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც საქმიანობას ხარისხიანად და მაღალკვალიფიციურად ახორციელებს.

წყარო: www.mrdi.gov.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: