გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის გადართვის რეჟიმი შეიცვალა
გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის გადართვის რეჟიმი შეიცვალა
14 აპრ, 2014 00:00:00

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88–ე კმ–ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში თბილისი–ხაშურის მიმართულებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და განხორციელდება მარჯვენა გვირაბის გავლით. ხოლო, ხაშური–თბილისის  მიმართულებით მოძრავი ნებისმიერი ავტოტრანსპორტისთვის, ელექტრო–მექანიკური სისტემების სრულყოფისა და ტესტირების სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის  14 აპრილის დღის 16:00 საათიდან 16 აპრილის 19:00 საათამდე  გვირაბში მოძრაობა იკრძალება. ხაშური–თბილისის  მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბების შემოსავლელ გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარატმენტთან 2012 წლის 17 დეკემბერს (N20/9–1714612) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის შესაბამისად.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: