საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, თავმჯდომარის მოადგილეები ვაჟა ფანჩულიძე და იოსებ ქადაგიშვილი, საერთაშორისო ექსპერტს შეხვდნენ. საერთაშორისო ექსპერტი, ფილიპ ჯორდანი, საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებისა და გაუმჯობესების მიზნით იმყოფება.
მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტი, საქართველოში ორი კვირაა იმყოფება. ვიზიტის განმავლობაში, მან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე არსებული საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ცალკეული მონაკვეთები შეისწავლა.
შეხვედრაზე, ექსპერტმა ფილიპ ჯორდანმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, მის მიერ შემუშავებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეკომენდაციები გააცნო. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაისახება შესაბამისი ღონისძიებები, საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის.
საერთაშორისო ექსპერტის ვიზიტი საავტომობილო გზების დეპარტამენტში 2 თვეში განახლდება.