დეპარტამენტში შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები განიხილეს
დეპარტამენტში შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები განიხილეს
11 აპრ, 2014 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, დღეს, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტის (SLRP III) ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის და განსახლების ჩარჩო-დოკუმენტების  საჯარო განხილვა ჩატარდა.

განხილვაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დაინტერესებულმა პირებმა.

სამუშაო ჯგუფმა, განხილვის შემდეგ დაამტკიცა, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის  და განსახლების ჩარჩო-დოკუმენტები, რომელთა შესაბამისადაც იწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის  III პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები.

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის  და განსახლების ჩარჩო-დოკუმენტები ხელმისაწვდომია დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.georoad.ge.

 

გარემოზე ზემოქმედების შეფასება SLRP III

განსახლების ჩარჩო–დოკუმენტი SLRP III

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: