საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საავტომობილო გზების დეპარტამენტს საერთაშორისო ექსპერტი სტუმრობს
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საავტომობილო გზების დეპარტამენტს საერთაშორისო ექსპერტი სტუმრობს
10 აპრ, 2014 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტს  საერთაშორისო ექსპერტი სტუმრობს.  ექსპერტი ფილიპ ჯორდანი საქართველოში, არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებისა და გაუმჯობესების მიზნით იმყოფება.

მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში, ფილიპ ჯორდანი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე არსებულ საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ცალკეულ მონაკვეთებს  შეისწავლის. ასევე, იგი რეკომენდაციებს შეიმუშავებს და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს წარუდგენს, რისი გათვალისწინებითაც დაისახება შესაბამისი ღონისძიებები, საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

ვიზიტის ფარგლებში დღეს, ავსტრალიელმა ექსპერტმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების ინჟინრებთან ერთად, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ნატახტარი-რუისის მონაკვეთი დაათვალიერა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: