გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
07 აპრ, 2014 00:00:00

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88–ე კმ–ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში (თბილისი–ხაშურის მიმართულება) ელექტრო–მექანიკური სისტემების სრულყოფისა და ტესტირების სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის  08 აპრილის დილის 09:00 საათიდან 16 აპრილის 17:00 საათამდე გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

თბილისი–ხაშურის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მარცხენა გვირაბის გავლით, ხოლო ხაშური–თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბების შემოსავლელ გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარატმენტთან 2012 წლის 17 დეკემბერს (N20/9–1714612) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის შესაბამისად.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: