პრემიერ-მინისტრი სარფის სანაპირო ზოლის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
პრემიერ-მინისტრი სარფის სანაპირო ზოლის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
03 აპრ, 2014 00:00:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დავით შავლიაშვილმა დღეს 2013 წლის ბოლოს ძლიერი შტრომის შედეგად დაზიანებული სარფის სანაპირო ზოლის აღდგენითი სამუშაოები  მოინახულეს.

ამჟამად სანაპირომდე გზების მიყვანა მიმდინარეობს, მოძიების პროცესშია კარიერები, მობილიზებულია ტექნიკა და ტალღმტეხი ნაგებობები (ტეტრაპოდები), რომლითაც ზღვის სანაპირო გამაგრდება. მოეწყობა, ასევე, გაბიონები და შეკეთდება გზის დაზიანებული საფარი.  

საქართველოს მთავრობამ აღნიშნული სამუშაოების წარმოებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან, პირველ ეტაპზე, 10 მილიონი ლარი გამოჰყო. სავარაუდოდ, პროექტის განსახორციელებლად, დამატებით, 20 მილიონი ლარი  გამოიყოფა.  

სანაპირო ზოლის გამაგრებისა და მოწყობის შედეგად, ტერიტორია დაცული იქნება დატბორვისა და დაზიანებისგან. აღნიშნული გზა ცენტრალური ავტომაგისტრალის მონაკვეთს წარმოადგენს და, შესაბამისად, მას დატვირთვის მაღალი კოეფიციენტი აქვს. პროექტის განხორციელების შემდეგ, გზაზე მოძრაობა უსაფრთხო გახდება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე სატრანზიტო გადამზიდავებისთვის.

წყარო: www.mrdi.gov.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: