საავტომობილო გზების დეპარტამენტში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
საავტომობილო გზების დეპარტამენტში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
26 მარ, 2014 00:00:00

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ვაჟა ფანჩულიძე და ირაკლი ლითანიშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 
მსოფლიო ბანკს,  შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროექტების ხელმძღვანელი მუსტაფა ბენმაამარი, კახეთის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების მენეჯერი ნატალია სტანკევიჩი  და ოუშენ კოუ (ტრანსპორტის სპეციალისტი) წარმოადგენდნენ.

 

მხარეებმა საქართველოში მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარების საკითხი განიხილეს. მსოფლიო ბანკის მისია საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე პროექტების მონიტორინგს განახორციელებს.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები 6 აპრილამდე გაგრძელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: