აჭარაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადგილობრივი მნიშვნელობის რეგიონული ოფისი გაიხსნა
აჭარაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადგილობრივი მნიშვნელობის რეგიონული ოფისი გაიხსნა
25 მარ, 2014 00:00:00

საქართველოს საატომობილო გზების დეპარტამენტმა ადგილობრივი მნიშვნელობის რეგიონული ოფისი ქ. ბათუმში გახსნა.

ოფიციალურ გახსნას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარე დავით შავლიაშვილი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი, აჭარის მთავრობის თავჯდომარე არჩილ ხაბაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეგიონული ოფისი მთელს აჭარას მოემსახურება, სპეციალური კოორდინატორები ყველა რაიონში გზების სამშენებლო პროცესს გაუწევენ ორგანიზებას. დირექცია, როგორც დეპარტამენტის წარმომადგენელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში, განახორციელებს საავტომობილო გზების ქსელის სრულყოფასა და განვითარებას. ორგანო მონიტორინგს გაუწევს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობას, რეკონსტრუქცია, მოდერნიზაციას და  რეაბილიტაციას.  ასევე, საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზს და შეფასებას. რეგიონული ოფისი შეიმუშავებს  პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და  უზრუნველყოფს გზებზე შეუფერხებელი მოძრაობას. 

youtobe ვიდეოს სანახავად იხილეთ ბმული

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: