საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2013 წელს განხორციელებული სამუშაოები
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2013 წელს განხორციელებული სამუშაოები
18 მარ, 2014 00:00:00

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გააჩნია რესურსები იმისთვის, რომ ქვეყნის საგზაო სექტორში ყველაზე ამბიციურ გამოწვევებს წარმატებით გაართვას თავი. ამის დასტურია 2013 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების სტატისტიკა, რომელიც 2012 წელთან შედარებით ყველა კომპონენტში მნიშვნელოვნად მაღალია.

 
ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე  2013 წელს სამშენებლო აქტივობა მიმდინარეობდა სულ 111 კმ. გზაზე. 2013 წლის დასასრულისთვის, ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებარე ობიექტებზე საგზაო საფარი 28,4 კმ-ზე მოეწყო, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა სულ  15,4 კმ. ახალაშენებულ გზაზე განხორციელდა (ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქობულეთის შემოვლითი გზის 12,4 კმ-იან ახალი მიმართულების გზაზე და რუისი-აგარის 3 კმ-იან მონაკვეთზე გაიხსნა).
 
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა 260 კმ  გზაზე. კაპიტალურად შეკეთდა 45 სახიდე გადასასვლელი, 4 გვირაბი და 1 ზვავდამცავი გალერეა. რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში აშენდა 9 ახალი ხიდი.
 
2013 წლის გეგმის ფარგლებში განსახორციელებული პროექტების ნუსხას მთავრობის განკარგულების საფუძველზე 18 სარეაბილიტაციო ობიექტი დაემატა. 
 
2013 წელს, ნაპირდაცვითი ღონისძიებები ჩატარდა 33 ობიექტზე.
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტურისტულ ობიექტებთან და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მისასვლელ გზებს. კერძოდ, 2013 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა: ზარზმის მონასტერთან, ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლესთან, ყინწვისის მონასტერთან მისასვლელ გზებზე. ასევე, განხორციელდა მესტია-უშგულის მონაკვეთის რეაბილიტაცია.
 
მთავრობის განკარგულების საფუძველზე, დამატებით, 18 პროექტი წარმატებით განხორციელდა. მთავარ წარმატებად დეპარტამენტი სამუშაოების ხარისხსა და სექტორის რაციონალური განვითარებისათვის განსაზღვრულ ინოვაციურ მიდგომებს მიიჩნევს.
 
დღეისათვის, აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის მონაკვეთზე. გრძელდება სამუშაოები რუისი-აგარისა და ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტზე, სადაც ხიდების, მიწისქვეშა გასასვლელებისა და წყალგამტარი მილების მშენებლობის სამუშაოების უმეტესი ნაწილი შესრულებულია. აღნიშნულ მონაკვეთებზე გრძელდება გზის საფუძვლის მოწყობისა და პარალელურად, საგზაო საფარის დაგების სამუშაოები.
 
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული და მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ww.georoad.ge. ან იხილეთ მითითებულ ბმულზე -
 
http://www.georoad.ge/uploads/files/AnnuaReport%20GE%20.pdf
ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე  2013 წელს სამშენებლო აქტივობა მიმდინარეობდა სულ 111 კმ. გზაზე. 2013 წლის დასასრულისთვის, ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებარე ობიექტებზე საგზაო საფარი 28,4 კმ-ზე მოეწყო, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა სულ  15,4 კმ. ახალაშენებულ გზაზე განხორციელდა (ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქობულეთის შემოვლითი გზის 12,4 კმ-იან ახალი მიმართულების გზაზე და რუისი-აგარის 3 კმ-იან მონაკვეთზე გაიხსნა).
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა 260 კმ  გზაზე. კაპიტალურად შეკეთდა 45 სახიდე გადასასვლელი, 4 გვირაბი და 1 ზვავდამცავი გალერეა. რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში აშენდა 9 ახალი ხიდი. 2013 წლის გეგმის ფარგლებში განსახორციელებული პროექტების ნუსხას მთავრობის განკარგულების საფუძველზე 18 სარეაბილიტაციო ობიექტი დაემატა.  2013 წელს, ნაპირდაცვითი ღონისძიებები ჩატარდა 33 ობიექტზე. 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტურისტულ ობიექტებთან და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მისასვლელ გზებს. კერძოდ, 2013 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა: ზარზმის მონასტერთან, ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლესთან, ყინწვისის მონასტერთან მისასვლელ გზებზე. ასევე, განხორციელდა მესტია-უშგულის მონაკვეთის რეაბილიტაცია.
მთავრობის განკარგულების საფუძველზე, დამატებით, 18 პროექტი წარმატებით განხორციელდა.
მთავარ წარმატებად დეპარტამენტი სამუშაოების ხარისხსა და სექტორის რაციონალური განვითარებისათვის განსაზღვრულ ინოვაციურ მიდგომებს მიიჩნევს. 
დღეისათვის, აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის მონაკვეთზე. გრძელდება სამუშაოები რუისი-აგარისა და ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტზე, სადაც ხიდების, მიწისქვეშა გასასვლელებისა და წყალგამტარი მილების მშენებლობის სამუშაოების უმეტესი ნაწილი შესრულებულია. აღნიშნულ მონაკვეთებზე გრძელდება გზის საფუძვლის მოწყობისა და პარალელურად, საგზაო საფარის დაგების სამუშაოები. 
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული და მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ww.georoad.ge ან იხილეთ მითითებულ ბმულზე - http://www.georoad.ge/uploads/files/AnnuaReport%20GE%20.pdf

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: