კობი–გუდაურის ს/გზაზე მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი მოხსნილია
კობი–გუდაურის ს/გზაზე მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი მოხსნილია
17 მარ, 2014 00:00:00

გუდაური–კობის მონაკვეთზე დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა გაწმერნდითი სამუშაოები, ამ დროისათვის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი მოხსნილია და მოქმედებს შემდეგი შეზღუდვა:

თოვლისა და ლიპყინულის გამო,  მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ხოლო დანარჩენი სახის  ავტოტრანსპორტის მოძრაობა  დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნულ მონაკვეთზე  ავტომანქანების მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

შეგახსენებთ, რომ დილის 09:00 საათიდან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: