დავით ნარმანიამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის თანამედროვე შესაძლებლობების გამოფენა დაათვალიერა
დავით ნარმანიამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის თანამედროვე შესაძლებლობების გამოფენა დაათვალიერა
08 მარ, 2014 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ, მინისტრის მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დავით შავლიაშვილმა, დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელმა პირებებმა, აღაიანში, კომპანია „ბლექ სი გრუპის“ ბაზაზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის თანამედროვე შესაძლებლობების გამოფენა დაათვალიერეს.
ოფიციალური პირების გარდა, გამოფენა „გზის სამოსი“ სფეროს ექსპერტებს, მეცნიერებს, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მომუშავე ქართულ და უცხოურ კომპანიებს მასპინძლობდა.
ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ ღორღოვან-მასტიკური და ცივი ასფალტის, მოდიფიცირებული ბიტუმის გამოყენების, რეციკლირებული და ორმული სამუშოებისთვის განკუთვნილი ასფალტის წარმოების თანამედროვე, ოპერატიულ და საყოველთაოდ ადაპტირებულ ტექნოლოგიებს. 
„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ გამოფენასთან დაკავშირებით საუბრისას, - „ბევრი კარგი რამ ვნახეთ, თანამედროვე მეცნიერული, ტექნოლოგიური სიახლეები, როგორც გზების, ისე გზებთან დაკავშირებულ ინფრასტუქტურაში. საქართველოში ნელ-ნელა ინერგება ტექნოლოგიური სიახლეები, თუმცა, ჩვენი ამოცანაა დავაჩქაროთ პროცესი. ეს ტექნოლოგიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება და იძლევა ინფრასტრუქტურის სწრაფად მოდერნიზაციის შესაძლებლობას, ამასთან, ხარისხიანია. ევროპული სტანდარტების დანერგვაზე ჩვენ უკვე ვმუშაობთ, შესაბამისად, ახლო მომავალში, საქართველოში ყველაფერი მოწესრიგდება, როგორც სტანდარტების, ისე თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით.“  
გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა შ.პ.ს. „საქგზამეცნიერების“ დირექტორმა, მეგზევეთა საზოგადოების თავმჯდომარემ, თამაზ შილაკაძემ.
„დღეს აქ შეიკრიბა მეგზევეთა დიდი კოლექტივი, ამ სფეროს ყველა მიმართულების წარმომადგენელი, მოვიდა სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორები, სტუდენტები, რაც დიდი საქმეა,“ - თქვა მან, - „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს შექმნილია კომისია, რომელიც მუშაობს ნორმატიული დოკუმენტების შექმნაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს წინსვლა სჭირდება და დღევანდელი დღე ამის ერთ-ერთი საწინდარია.“
„გზის სამოსის“ მონაწილეებმა გამოფენაზე წარმოდგენილი თანამედროვე ტექნოლოგიების ნაწილი ადგილზევე გამოსცადეს.
youtobe ვიდეოს სანახავად იხილეთ ბმული
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: