დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ დონორებს სამომავლო პროექტები გააცნო
დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ დონორებს სამომავლო პროექტები გააცნო
06 მარ, 2014 00:00:00

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გამართულ დონორთა კონფერენციას  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები ნუგზარ გასვიანი, ირაკლი ლითანიშვილი და ვაჟა ფანჩულიძე დაესწრნენ.

დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ დონორებს საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და და გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო.

შეხვერდაზე, ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის იმ მონაკვეთებზე გაკეთდა, სადაც პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოების განსახორციელებლად დონორთა ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო. ასეთი მონაკვეთებია: ჩუმათელეთი-არგვეთა (ხაშური-რიკოთის უღელტეხილი-ზესტაფონის მიმართულება), ჭოროხი-სარფი, რუსთავი-წითელი ხიდი, ბათუმის შემოვლითი გზა და თბილისის შემოვლითი ახალი მაგისტრალი.

ჩქაროსნული მაგისტრალის პერსპექტიულ პროექტებთან ერთად წარმოდგენილი იყო   ჩუმათელეთი-ძირულა-ხარაგაულის გზის რეაბილიტაციისა და მლეთა-კობის მონაკვეთზე ერთიანი საუღელტეხილო გვირაბის მშენებლობის შესახებ წინადადებები.

კონფერენციაში მონაწილე დონორი ორგანიზაციების ინტერესის სფეროს, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტები (მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა) წარმოადგენს. მორიგ შეხვედრაზე, რომელიც სავარაუდოდ ნოემბრის თვეში გაიმართება, ჩუმათელეთი-არგვეთას (ხაშური-რიკოთის უღელტეხილი-ზესტაფონის მიმართულება) საგზაო მონაკვეთის მშენებლობის საკითხის ერთობლივი განხილვა შედგება. აღნიშნული პროექტის  წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ამ დროისათვის  დასრულებული იქნება, რაც   დაინტერესებული დონორი ორგანიზაციებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: