იოსებ ქადაგიშვილმა გივი თარგამაძისა და ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
იოსებ ქადაგიშვილმა გივი თარგამაძისა და ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
05 მარ, 2014 00:00:00

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, იოსებ ქადაგიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გივი თარგამაძისა და ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

იოსებ ქადაგიშვილის ადვოკატის მერაბ ჭიკაიძის განცხადებით, მოსარჩელე იოსებ ქადაგიშვილი, მოპასუხე გივი (გიორგი) თარგამაძისა და ირმა ნადირაშვილისაგან, სასამართლოს გზით  მოითხოვს მათ მიერ გავრცელებული ყალბი და არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაციის საჯარო წესით უარყოფას. ქადაგიშვილი, ასევე, მორალური ზიანის კომპენსაციის მიზნით, სიმბოლურად, თითოეული მათგანისაგან 1 ლარის გადახდას ითხოვს.

”დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც დაავლდებულებს გივი თარგამაძესა და ირმა ნადირაშვილს  იმავე საშუალებებითა და მეთოდებით (ბრიფინგის მოწყობა და მედიაში გაშუქება) უარყონ ცილიმწამებლური განცხადებები იმის შესახებ, რომ, თითქოს იოსებ ქადაგიშვილი დანაშაულებრივი კლანის წევრია და ის, თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით, უკანონოდ ანიჭებდა უპირატესობას კონკრეტულ კერძო კომპანიას” - განაცხადა ქადაგიშვილის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ იოსებ ქადაგიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ბრალდებები 5 თებერვალს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა - ირმა ნადირაშვილმა და გივი  თარგამაძემ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ნეპოტიზმისა და უფლებამოსილებების გადამეტების თემაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

იმავე დღეს გაირკვა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი პარლამენტარების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იოსებ ქადაგიშვილისა და თამაზ თამაზაშვილის ნათესაური კავშირის შესახებ არასწორი იყო.  კომპანია ”სერპანტინის” დირექტორმა კი (რომლის მფარველობაშიც ბრალმდებლები იოსებ ქადაქიშვილს ადანაშაულებდნენ) განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან არანაირი განსაკუთრებული მხარდაჭერა არ აქვს. უფრო მეტიც, წინა ხელისუფლების დროს გაცილებით მეტი ტენდერი აქვს მოგებული და ”ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების დროს ფინანსურ დახმარებასაც უწევდა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: