დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სემინარში მიიღეს მონაწილეობა
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სემინარში მიიღეს მონაწილეობა
25 თებ, 2014 00:00:00

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა ნუგზარ გასვიანმა და ვაჟა ფანჩულიძემ, ასევე დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმა თბილისში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ჰოლანდიის საელჩოსა და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სემინარში, თემაზე საგზაო უსაფრთხოებისა და საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის მენეჯმენტის სისტემის შექმნა, მიიღეს მონაწილეობა.

დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნუგზარ გასვიანმა სემინარის ფარგლებში, გზების დეპარტამენტის მიერ, ბოლო პერიოდში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ საგზაო უსაფრთხოების კუთხით პრეზენტაცია წარადგინა.

სემინარზე განიხილეს საგზაო ტრანსპორტის მზარდი ნაკადისა და საგზაო უსაფრთხოების გავლენა მოქალაქეებზე. სემინარი მოიცავდა არა მარტო საგზაო უსაფრთხოების საკითხებს, არამედ ტრანსპორტის მოძრაობის მენეჯმენტთან დაკავშირებულ ისეთ თემებს როგორიცაა საცობი და ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირება ქალაქებსა და მაგისტრალებზე. მონაწილეებმა ასევე, იმსჯელეს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხებზე.

სემინარზე მოწვეულნი იყვნენ მსოფლიოში ცნობილი ჰოლანდიელი ექსპერტები, პროფესორი ფრედ ვეგმანი და ბატონი გოდჰელფი. ასევე, ჰოლანდიური კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში არიან სპეციალიზირებულნი საგზაო მოძრაობის მენეჯმენტისა და საგზაო უსაფრთხოების  საკითხებში.

მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ სემინარი გაგრძელდება ევროპის სახლში, სადაც ნიდერლანდების სამეფოს ელჩის, ჰანს ჰორბახის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიასა და პროფესორ ფრედ ვეხმანის გამოსვლების შემდეგ, საგზაო უსაფრთხოების თემისადმი მიძღვნილი გამოფენა „A-დან B-მდე“ გაიხსნება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: