მეგზევეები შეწუხებულნი ვართ!
მეგზევეები შეწუხებულნი ვართ!
15 თებ, 2014 00:00:00

გაზეთი: „საქართველოს რესპუბლიკა“

გამოხმაურება: თამაზ შილაკაძე

საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, პროფესორი, ტრანსპორტის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი

მე, თამაზ შილაკაძე, როგორც საქარტველოს მეგზევეთა საზოგადოების თავმჯდომარემ, მინდა საკუთარი მოსაზრება გამოვთქვა და საზოგადოებას ვამცნო ზოგიერთი რამ ამ ბოლო დროს შ.პ.ს. „სერპანტინის“ საქმიანობასთან დაკავშირებული უსაფუძვლოდ აგორებული მეტად უხერხული თემის შესახებ.

საგზაო დარგში 60–წლიანი მორვაწეობის მანძილზე ბევრის მომსწრე ადამიანი ვარ და მინდა გულახდილად გითხრათ, რომ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლამდე საავტომობილო გზების სამინიტროს სისტემაში რეგიონების მიხედვით მკვეთრად გამორჩეული რამდენიმე სამშენებლო სამმართველო საქმიანობდა, რომელთა შორის იყო კახეთის რეგიონში ხიდების სარემონტო–სამშენებლო სამმართველო (MPCY-9).

აღნიშნულ სამმართველოს ხელმძღვანელობდნენ დარგში გამორჩეული მაღალი რანგის სპეციალისტები, ბატონები: ალექსი სეხნიაშვილი, ალექსანდრე საგინაშვილი, ჰამლეტ სახიაშვილი, ხოლო პრივატიზაციამდე ბოლო ათწლეულში მისი ხელმძღვანელი იყო გივი ზედელაშვილი, რომლის თავკაცობითაც მრავალი გზა და სახიდე გადასასვლელი თუ ხელოვნური ნაგებობა აშენდა კახეთის რეგიონში.

იგი იყო წამყვანი ორგანიზაცია არა მარტო საავტომობილო გზების სამინისტროში, არამედ იგი გვერდში ედგა ქ. თელავისა და მთლიანად რეგიონის ხელმძღვანელობას ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაში. ამასთანავე აღნიშნულ სამმართველოს ხშირად იწვევდნენ რესპუბლიკის მასშტაბით ისეთი მსხვილი ობიექტების მშენებლობაზე, როგორიც იყო თბილისი–აეროპორტის გზა, რიკოთის უღელტეხილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გზები და სხვა.

საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლის შემდეგ აღნიშნული სამმართველო მოხვდა პრივატიზაციის ნუსხაში. და დღეს შპს „სერპანტინად წოდებული ორგანიზაცია შეისყიდეს სამმართველოს ყოფილმა თანამშრომლებმა, რომელთაგან წილის უმეტესობა ბატონი გივი ზედელაშვილის იყო.

ბატონი გივის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული წილის მფლობელი გახდა მისი მეუღლე.

თავის დროზე ხიდების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს და ამჟამად შპს „სერპანტინს“ ჰქონდა მძლავრი ტექნიკური ბაზა, სამშენებლო მასალების კარიერები, ორი ასფალტ-ბეტონის ქარხანა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დამამზადებელი პოლიგონი და სხვა. აქ შრომობს მუშა-მოსამსახურეთა მთელი დინასტიები. და ჩემს გაკვირვებას იწვევს არა მხოლოდ უსაფუძვლო ბრალდებების ფაქტი, არამედ ისიც, როგორ შეიძლებოდა რომ მას წაეგო თერთმეტიდან შვიდი ტენდერი, მით უმეტეს _ კახეთის რეგიონში.

უკანასკნელ წლებში შესყიდვების სააგენტომ დანერგა ტენდერების ელექტრონული სახით ჩატარების პრაქტიკა, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს ე.წ „გარიგებების“ შესაძლებლობას, ხშირად მოგებას ვერ ახერხებენ ღირსეული კონკურენტები სხვების მიერ შეუსაბამოდ დაბალი ფასების შეთავაზების გამო. აღნიშნული საკითხი ნამდვილად მოითხოვს გაანალიზებას და დახვეწას.

ბოლო წლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტში ხშირი იყო ახალი კადრების დანიშვნა გადაადგილება. ტრადიციულად  სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობდა ხელმძღვანელის ერთ-ერთი მოადგილე, დღეს ეს ფუნქცია აკისრია ბატონ იოსებ ქადაგიშვილს, რომელიც მთელი სერიოზულობითა და დიდი პასუხისმგებლობით უძღვება დაკისრებულ მოვალეობას. და რაოდენ დასანანია, რომ მცდარი ინფორმაციის საფუძველზე საჯაროდ შეურაცხყვეს დარგის ხელმძღვანელი ახალგაზრდა კაცი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: