სამტრედია-გრიგოლეთის გზის მომდევნო მონაკვეთების პროექტირება დაიწყო
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მომდევნო მონაკვეთების პროექტირება დაიწყო
17 თებ, 2014 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტში  სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის პროექტის განხილვა გაიმართა.

აღნიშნული 52 კმ-იანი გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი  4 ეტაპად (ლოტად) ხორციელდება. აქედან, პირველი ლოტის - 11,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს (ამ ეტაპზე სრულდება ტოპო–გეოდეზიური სამუშაოები). ხოლო, დანარჩენი 3 ლოტის მშენებლობისათვის დეტალური პროექტირების სამუშაოები დაწყებულია. პროექტირებაზე  ქართულ-პორტუგალიური ერთობლივი კომპანიიები ”COBA”  და "ტრანსპროექტი" მუშაობენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შორის მუშა შეხვედრა გაიმართა, სადაც პროექტის ტექნიკური დეტალები და საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის დინამიკა განიხილეს.

სამტრედია-გრიგოლეთის მომდევნო მონაკვეთის პროექტირება 2014 წელს დასრულდება და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერიც მიმდინარე წელს გამოცხადდება. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: