გაზაფხულიდან გზების პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაიწყება
გაზაფხულიდან გზების პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაიწყება
14 თებ, 2014 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე არსებული გზების მდგომარეობის შესწავლისა და 2014 წელს განსახორციელებელი შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, ქვეყნის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგს აწარმოებს. აღნიშნული სახის გასვლითი ღონისძიებები, პირველ ეტაპზე ბათუმი-თბილისის მიმართულებით ხორციელდება.

ამჯერად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა ნუგზარ გასვიანმა და ვაჟა ფანჩულიძემ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთი–ქუთაისის მონაკვეთი დაათვალიერეს.

მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან, გზების პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაიწყება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: