დეპარტამენტი მიმდინარე საგზაო სამუშაოების მონიტორინგს ახორციელებს

12 თებ, 2014 00:00:00
2014 წელს მიმდინარე საგზაო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, ქვეყნის მასშტაბით, სარეაბილიტაციო და სამშენებლო ობიექტებს ათვალიერებს. 
ამჯერად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა სოსო ქადაგიშვილმა, ნუგზარ გასვიანმა და ვაჟა ფანჩულიძემ  თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის (კმ17-კმ27)  მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტრის მონაკვეთი დედაქალაქის გასასვლელიდან ნატახტრის სატრანსპორტო კვანძამდე გრძელდება და ქვეყნის ძირითადი ავტომაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს. 
2013 წელს განხორციელდა ზაჰესი-ნატახტრის 8.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. ასფალტ-ბეტონის ზედა ფენა განახლდა ახალი ტექნოლოგიით - ადგეზიური დანამატების გამოყენებით (უმჯობესდება საფარის სასიცოცხლო ციკლი). 
2014 წელს აღნიშნულ მონაკვეთზე განხორციელდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გზის მიმდებარე კალაპოტის გამაგრების სამუშაოები.
ასევე მიმდინარე წელს  რეაბილიატაცია ჩაუტარდება  აღნიშნულ გზაზე არსებულ 6 ხიდის,  2  გზაგამტარსა და 1 ესტაკადას.
ამ დროისათვის, მიმდინარეობს გზის დამცავი კედლის გამაგრების სამუშაოები. 
სამუშაოებს აწარმოებს კომპანია ''ბლექ  სი გრუპი".
2014 წელს მიმდინარე საგზაო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, ქვეყნის მასშტაბით, სარეაბილიტაციო და სამშენებლო ობიექტებს ათვალიერებს. 
ამჯერად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა სოსო ქადაგიშვილმა, ნუგზარ გასვიანმა და ვაჟა ფანჩულიძემ თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის (კმ17-კმ27) მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტრის მონაკვეთი დედაქალაქის გასასვლელიდან ნატახტრის სატრანსპორტო კვანძამდე გრძელდება და ქვეყნის ძირითადი ავტომაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს.
2013 წელს განხორციელდა ზაჰესი-ნატახტრის 8.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. ასფალტ-ბეტონის ზედა ფენა განახლდა ახალი ტექნოლოგიით - ადგეზიური დანამატების გამოყენებით (უმჯობესდება საფარის სასიცოცხლო ციკლი).
2014 წელს აღნიშნულ მონაკვეთზე განხორციელდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გზის მიმდებარე კალაპოტის გამაგრების სამუშაოები. ასევე, მიმდინარე წელს  რეაბილიატაცია ჩაუტარდება  აღნიშნულ გზაზე არსებულ 6 ხიდს,  2  გზაგამტარსა და 1 ესტაკადას.
ამ დროისათვის, მიმდინარეობს გზის დამცავი კედლის გამაგრების სამუშაოები. სამუშაოებს აწარმოებს კომპანია ''ბლექ  სი გრუპი".
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: