დეპარტამენტში ქუთაისი-გეგუთის ს/გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის საკითხი განიხილეს
დეპარტამენტში ქუთაისი-გეგუთის ს/გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის საკითხი განიხილეს
11 თებ, 2014 00:00:00

11 თებერვალს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, სატენდერო კომისიის წევრებმა ქალაქ ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის შემაერთებელი გზის რეკონსტრუქცია–მოდერნიზაციის სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე საკონკურსო განცხადების და დოკუმენტაციის პირობების დამტკიცების შესახებ საკითხები განიხილეს.

ქუთაისის შემოვლითი გზა ქალაქში გამავალ ცენტრალურ გზას დაუკავშირდება  რამდენიმე საგზაო მონაკვეთით. მათ შორის, სოფელ გეგუთთან მშენებარე სატრანსპორტო კვანძიდან ნიკეას ქუჩასთან დამაკავშირებელი გზითაც.

გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნიკეას ქუჩამდე საავტომობილო გზის სიგანე 6-მეტრია,  რაც არასაკმარისია იმისათვის, რომ აღნიშნულმა მონაკვეთმა გაატაროს როგორც ჩქაროსნული ავტომაგისტრალიდან ქუთაისში შემსვლელ-გამომსვლელი, ასევე ქუთაისიდან სოფლების მიმართულებით – გეგუთი, პატრიკეთი, ობშკვითი, საყულია, ბაშის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის გზა, ქუთაისი-გეგუთის კვანძის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (ოთხზოლიან გზად გადაკეთების) სამუშაოების დასრულების შემდეგ, ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის ახალ ჩქაროსნულ გზას შეუერთდება და მთავარი დამაკავშირებელი კვანძი გახდება ქალაქ ქუთაისთან.

პროექტის განხორციელების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე მოქალაქეებისათვის გადაადგილება გაცილებით მარტივი და კომფორტული იქნება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: